ჩვენ შესახებ
სკოლის შესახებ
სკოლა „ქორალი“ წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო
კერძო სასწავლო დაწესებულებას და განკუთვნილია I-XII კლასების
მოსწავლეებისთვის.
სკოლის მისიაა, აღზარდოს თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნებები, რომელთაც ექნებათ განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. სკოლის მიზანია, მისცეს მოსწავლეებს თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი განათლება, დაეხმაროს მათ დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაში და ხელი შეუწყოს მათ ინტეგრირებას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
ამ მიზნების მისაღწევად სკოლა ქმნის მართვის, აღზრდის, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, შეფასებისა და თვითშეფასების თანამედროვე სისტემებს. უზრუნველყოფს შესაბამის საგანმანათლებლო პირობებს თითოეული მოსწავლისთვის. ქმნის ჯანსაღ ატმოსფეროს, როგორც მოსწავლეების, ისე სკოლაში დასაქმებული აკადემიური და ტექნიკური პერსონალისთვის.