სკოლის მისია
ჩვენი სკოლის მისიაა აღზარდოს თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.
სკოლის ხედვა
შპს ,,ქორალის” ხედვა ეფუძნება პრინციპს, რომ იგი იყოს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სკოლა. სწავლა-სწავლების პროცესი ხელს შეუწყობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას, იქნება მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებს მორგებული, ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოების უწყვეტ განათლებასა და განვითარებას. სკოლა ,,ქორალის” მოსწავლეები შეძლებენ მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართვასა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას.
სკოლის ღირებულებები
სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით:
- ურთიერთპატივისცემა: ჩვენთვის ერთმანეთის აზრი მნიშვნელოვანი, პატივსაცემი და მისაღებია
- სამართლიანობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს.
- პასუხისმგებლობა: ჩვენ ვიაზრებთ, რომ ერთ დიდ საქმეს ვემსახურებით და ურთიერთთანამშრომლობით ჩვენს ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ.
- გუნდურობა: ჩვენი ვალდებულებების მიხედვით ერთად ვგეგმავთ, ვაანალიზებთ, მონიტორინგის ვუწევთ, ვაფასებთ, სიახლეს ვნერგავთ ჩვენს საქმიანობაში.
- თანასწორობა: ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
- თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან
თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. - დემოკრატიულობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.
- ტოლერანტობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს.
