სასწავლო პროცესი

სკოლა „ქორალი“ ახორციელებს სამ მოსამზადებელ პროგრამას:

  • ​ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პროგრამა (I-VI კლასი);
  • ​ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის პროგრამა (VII -X კლასი);
  • ​ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის პროგრამა (XI-XII).

ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სრული ზოგადი განათლების ატესტატი.

სკოლის სასწავლო დღე 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გრძელდება და მოიცავს როგორც საგაკვეთილო პროცესს, ასევე, კვების შესვენებებს, გახანგრძლივებულ პროგრამასა და დამატებით აქტივობებს.

სკოლაში თითოეული მოსწავლე სარგებლობს სერვისების გაერთიანებული პაკეტით:

  • კვება (I-III კლასებისთვის – ორჯერადად, ხოლო IV-VI კლასებისთვის – ერთჯერადად);
  • გახანგრძლივებული პროგრამა;
  • სურვილისამებრ შეგიძლიათ ისარგებლოთ დამატებით ტრანსპორტირების სერვისით.