
ორმაგი დიპლომის პროგრამა
სკოლა „ქორალი“ 2022 წლიდან თანამშრომლობს ამერიკულ სკოლასთან AHS – American High School და მოსწავლეებს სთავაზობს ორმაგი დიპლომის საერთაშორისო პროგრამას.
პროგრამა აერთიანებს ქართულ და ამერიკულ საგანმანათლებლო სისტემებს. მე-9, მე-10, და მე-11 კლასის მოსწავლეები, სკოლა „ქორალში“ სწავლის პარალელურად ონლაინ სწავლობენ ამერიკულ სკოლაში (AHS-American High School) ორმაგი დიპლომის პროგრამას.
სასწავლო მიმართულებები
ამერიკული კურსი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო საგნებს, როგორებიცაა:
- US Economics / US Government
- English & Literature
- History: US / World
სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, თანამედროვე ციფრული პლატფორმების გამოყენებით.
მიღებული დიპლომები
პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეები იღებენ:
- სკოლა ქორალის ატესტატს
- ამერიკულ დიპლომს (AHS – American High School)
ამერიკული სკოლის დიპლომი უზრუნველყოფს საერთაშორისო აღიარებას და აძლევს მოსწავლეებს უპირატესობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოეთში სწავლის გაგრძელებისა და კარიერული განვითარების გზაზე.“
კრედიტები და სწავლის ხანგრძლივობა
ამერიკული დიპლომის მისაღებად საჭიროა ჯამში 24 კრედიტი:
- 18 კრედიტი – „სკოლა ქორალში“
- 6 კრედიტი – AHS-ში (American High School)
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 2 ან 3 წელს. სწავლის პროცესში მინიმალური აკადემიური მოთხოვნაა GPA 2.0 (4.0-დან).
ძირითადი უპირატესობები
- ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ციფრული პლატფორმების გამოყენება
- ამერიკელ მასწავლებლებთან ყოველდღიური წვდომა (ორშაბათი–პარასკევი)
- სწავლება სრულად ინგლისურ ენაზე
- საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემო
- გაფართოებული შესაძლებლობები ამერიკულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში
- მოსწავლეთა მომზადება 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის
- დამოუკიდებელი მუშაობა – პასუხისმგებლობის აღება დავალებების დროულად შესრულებისთვის.
- კრიტიკული აზროვნება – არგუმენტირებული შეხედულებების ჩამოყალიბება და ანალიტიკური უნარების გაუმჯობესება.
- გლობალური მჭვრეტელობა – მსოფლიოს სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური პროცესების აღქმა.
აკრედიტაცია
პროგრამა აკრედიტირებულია AdvancED (SACS CASI)-ის მიერ და ოფიციალურად აღიარებულია აშშ-ის განათლების დეპარტამენტის მხრიდან (U.S. Department of Education). პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მოსწავლეები მიიღებენ დიპლომს, რომელიც მთლიანად შეესაბამება ამერიკულ სკოლებში გაცემულ დიპლომს და ფართოდ აღიარებულია საერთაშორისო დონეზე.“
პროგრამის ხელმძღვანელი: მარი ეპიტაშვილი
საზაფხულო სკოლის პროგრამა
„ქორალი“ ახორციელებს საზაფხულო სკოლის პროგრამას ინგლისში. პროგრამა მოიცავს ინგლისური ენის ინტენსიურ კურსებს, გასართობი ტიპის ატივობებს, კულტურულ ექსკურსიებს, საზაფხულო სკოლის ფარგლებში, მოსწავლეები მოინახულებენ ლონდონს, ოქსფორდს, ბრაიტონს და აღმოაჩენენ ინგლისის ღირსშესანიშნაობებს.
აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი სკოლის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაში. მოსწავლეები არამხოლოდ იმაღლებენ ენის ცოდნის დონეს, არამედ იძენენ უნიკალურ გამოცდილებას.
პროგრამის ხელმძღვანელი: მარი ეპიტაშვილი