მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვა
- სკოლაში პირველ კლასში/ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით დადგენილი ასაკის მიღწევისას;
- სკოლაში პირველ კლასელ მოსწავლეთა მიღებისას უპირეტესობა მიენიჭება მოსწავლეს, რომელიც არი
- სკოლის მოსწავლის და/ძმა;
- სკოლის თანამშრომლის შვილი;
- სკოლის კურსდამთავრებულის შვილი და/ძმა.
- პირველ კლასში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
- ბავშვის 1 ფოტოსურათი (3X4);
- ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
- ბავშვის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში(ასეთის არსებობის შემთხვევაში));
- მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში(ასეთის არსებობის შემთხვევაში)).
- სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.
- ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
- მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია მოსწავლის სკოლაში შემოყვანის შემთხვევაში ხელშეკრულება დადოს სკოლის დირექტორთან, რომელიც ორმხრივ შეთანხმებას ეფუძნება.
- სწავლის საფასური განისაზღვრება სკოლასა და მშობელს/კანონიერი წარმომადგენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
- დირექცია ვალდებულია, სკოლაში მიღების დროს მოსწავლეს/მშობელს გააცნოს სკოლის შინაგანაწესის პუნქტები, მისცეს ინფორმაცია სასკოლო ცხოვრების შესახებ.
- მოსწავლე/მშობელი ვალდებულია გაეცნოს სკოლის შინაგანაწესს და აიღოს პასუხისმგებლობა მის შესრულებაზე.
- მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ადგილების ოდენობას.
დამატებითი ინფორმაცია:
სკოლაში 740 მოსწავლე სწავლობს.
შპს „ქორალში” 2022-2023 სასწავლო წელს კლასში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება მაქსიმუმ 22 მოსწავლით.
გაკვეთილის ხანგრძლივობა არის 45 წუთი.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 10:00 –დან 17:00 საათამდე.