დებატების კლუბი
სკოლა „ქორალში“ 2023 წლიდან „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან“ პარტნიორობით ფუნქციონირებს დებატების კლუბი, სადაც VIII-XII კლასის მოსწავლეები სწავლობენ ფორმალურ დებატებს.
ფორმალური დებატები ფორმალური კამათის სახეობას წარმოადგენს. იგი, როგორც საგანმანათლებლო აქტივობა, მოსწავლეებში კრიტიკულ აზროვნებას, ორატორულ ნიჭს, ორგანიზებულობას, კვლევის, მოსმენის, ჩაწერის, მასალაზე მუშაობის, ოპონენტთა პატივისცემის, არგუმენტაციის და მრავალ სხვა უნარ-ჩვევებს ავითარებს, მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი აზრის ლაკონურად, გამართულად და ეთიკურად დაფიქსირებას, რაც ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების გაღრმავებას უწყობს ხელს.
მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ შიდა და ეროვნულ ტურნირებში, ხოლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატი.
კლუბის ხელმძღვანელი – ანა კინწურაშვილი
პოპკორნი
სკოლა „ქორალში“ 2020 წლიდან „CineDOC-Tbilisi“-სთან პარტნიორობით ფუნქციონირებს კინოკლუბი „პოპკორნი“, სადაც VI-XI კლასის მოსწავლეები ორ ასაკობრივ კატეგორიაში არიან განაწილებულნი. კინოკლუბი ხელს უწყობს აქტიური, ინიციატივიანი, ემპათიური მოქალაქის აღზრდას. მოსწავლეები ეცნობიან დოკუმენტური ფილმის ისტორიას, იმართება მოსწავლეთა ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე ფსიქოლოგებისა და განათლების ექსპერტების მიერ შერჩეული ფილმების ჩვენება, რომელთა თემატიკა მრავალფეროვანია ( ადამიანის უფლებები, ეკოლოგიური პრობლემები, გენდერული საკითხები და ა.შ.) ფილმების განხილვა და დისკუსიები მოსწავლეებს ეხმარება განივითარონ შემოქმედებითი, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, ხოლო ფილმის გადაღებისა და მონტაჟის ტექნიკების სწავლება აღრმავებს ტექნოლოგიურ უნარებს. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში დოკუმენტური ფილმი არაერთხელ გახდა სხვადასხვა საქველმოქმედო, სოციალური თუ გარემოსდაცვითი პროექტის ინსპირაციის წყარო.
კლუბის ხელმძღვანელი – ანა კინწურაშვილი
თაობები მდგრადი განვითარებისათვის
სკოლა „ქორალში“ 2020 წლიდან ფუნქციორებს კლუბი „თაობები მდგრადი განვითარებისათვის“ , სადაც VI-XI კლასის მოსწავლეები მუშაობენ შემდეგი მიმართულებებით: ფინანსური წიგნიერება, ციფრული უსაფრთხოება, მეწარმეობა, STREAM, ეკოლოგია და გარემოს დაცვა, სოციო-ემოციური განათლება, პროფორიენტაცია, აპლიკაციების შესწავლა/შექმნა, ხელოვნური ინტელექტი, კულტურული ღონისძიებები და სხვა. თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ კლუბის საქმიანობის მიზანია წვლილი შეიტანოს პასუხისმგებლიანი, ინიციატივიანი ისეთი მოქალაქის აღზრდაში, რომელიც ზრუნავს თვიგანვითარებაზე, შეუძლია დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა, მზადაა გაიზიაროს და გაუზიაროს გამოცდილება. მუშაობის პროცესში უპირატესობას ვანიჭებთ ინტეგრირებულ, პრობლემაზე ორიენტირებულ, კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას.
კლუბის ხელმძღვანელი – ანა კინწურაშვილი
პი
სკოლა „ქორალში“ 2017 წლიდან ფუნქციორებს მათემატიკის კლუბი „პი“, რომლის მიზანი მათემატიკური აზროვნებისა და ლოგიკური მსჯელობის განვითარებაა. კლუბში გაწევრიანებულნი არიან VI-X კლასის მოსწავლეები. პროექტული და თამაშით სწავლება მათ ეხმარება დაინახონ მათემატიკის ყოფა-ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობები, გაიღრმავონ კვლევითი და ციფრული უნარები.
კლუბის ხელმძღვანელი – ანა კინწურაშვილი
კლუბი ,,წიგნიერი“
ლიტერატურული კლუბი ,,წიგნიერი“ სკოლა ,,ქორალში“ ფუნქციონირებს 2016 წლიდან. გაწევრიანება შეუძლიათ VII-XI კლასის მოსწავლეებს, რომელთაც უყვართ კითხვა და წიგნებზე საუბარი. კლუბის მიზანია მოზარდებში წიგნიერების დონის ამაღლება, წაკითხულის გააზრებისა და კრიტიკული აზროვნების უნარის გაღრმავება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ აუდიტორიის წინაშე წარმოადგინონ პრეზენტაციები, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებსა და სხვადასხვა მრავალფეროვან აქტივობებში.
კლუბის ხელმძღვანელი: მედეა ბენაშვილი
რობოტიკა
რობოტიკის კლუბი ფუნქციონირებს სკოლა ქორალის ბაზაზე და განკუთვნილია სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის. კლუბის წევრები სწავლობენ ელექტრონიკის შესავალს, სადაც განხილულია რობოტებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების დასამზადებლად საჭირო ელექტრული კომპონენტები. მეორე დონეზე მუშავდება უფრო რთული სქემებისა და მოწყობილობების შექმნა. შეხვედრა ტარდება ინტერაქციულ რეჟიმში, 30 წუთიანი ლექციის შემდეგ მიმდინარეობს პრაქტიკული სავარჯიშოები, ყოველი მომდევნო გაკვეთილი ეთმობა ახალი კომპონენტის შესწავლას.
პერიოდულად სრულდება შემოქმედებითი და შემაჯამებელი დავალებები, რაც გულისხმობს, რომ მოსწავლეებმა უნდა ააწყონ ფუნქციური მოწყობილობა/რობოტი სქემის მიხედვით. რობოტიკის კლუბში ვიყენებთ ამერიკული კომპანია ELENCO – ბრენდის ნაწარმს, კონკრეტულად კი SNAP CIRCUITS – ის კონსტრუქტორებს, ყველა მოსწავლეს აქვს პორტატული ლაბორატორია და ინდივიდუალურად მუშაობს პროექტზე.
კლუბის ხელმძღვანელი: გიორგი აფრიდონიძე
