დამატებითი მომსახურების საჭიროების დასაბუთება
სკოლის პოლიტიკიდან გამომდინარე, ძირითადი საგნების შესწავლასთან ერთად, მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების მიღება, მოსწავლეების განვითარება კულტურილი, სპორტული და სხვა მიმართულებით. სკოლის სურვილია მოსწავლეებს შეეძლოთ მათთვის საინტერესო მომსახურება მიიღონ ადგილზე. ზემოთ აღნიშნული დამატებითი მომსახურების შეთავაზება მოხდა სკოლის მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით. აგრეთვე გათვალისწინებულია მშობელთა ინტერესებიც.
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება
სკოლის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, 2022-2023 სასწავლო წელს სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს:
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ/ გაუთვალისწინებელ დამატებით სავალდებულო საგნებს:
№ | საგანი | ასაკობრივი ჯგუფი |
1. | ჭადრაკი | I IV |
2. | ქართული ცეკვა | I-III |
3. | რუსული ენა | III-IV |
4. | გერმანული ენა | VI-IX |
5. | აბიტური (ისტორიის, ბიოლოგიის, მათემატიკის განაყოფი) | XII |
დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებებს უფასო კლუბების სახით:
- წიგნიერი – კვირაში 1 საათი;
- კინოკლუბი – კვირაში 1 საათი;
- მათემატიკის კლუბი – “პი“ – კვირაში 1 საათი;
- ინგლისური ენის კლუბი Kings and Queens club – კვირაში 1 საათo;
- გახანგრძლივებული სწავლების წრე.
1. გახანგრძლივებული სწავლების წრის მიზნები:
- ა) თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებში დავალების მომზადება პედაგოგების დახმარებით;
- ბ) ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განხორციელების ხელშეწყობა;
- გ) მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებისათვის სათანადო პირობების შექმნა;
2. გახანგრძლივებული სწავლება:
- ა) გახანგრძლივებული სწავლება: ხორციელდება სკოლის I – VI კლასებში. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების განრიგის შემდეგ და მიმდინარეობს 17 : 00 საათამდე.
- ბ) სკოლა I – III კლასის მოსწავლეებს სთავაზობს ორჯერად კვებას გახანგრძლივებული სწავლების სურვილის შემთხვევაში.
- გ) სკოლა IV – VI კლასის მოსწავლეებს სთავაზობს ერთჯერად კვებას გახანგრძლივებული სწავლების სურვილის შემთხვევაში.
3. გახანგრძლივებული სწავლების წრის საგნების ორგანიზება:
- ა) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში დავალების მომზადება;
4. სკოლაში გახანგრძლივებული მეცადინეობის დროს ჩვენი ამოცანაა:
- ა) გავუწიოთ დახმარება დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს.
- ბ) მასწავლებლების მეთვალყურეობის ქვეშ შეასრულონ საშინაო დავალება იმ მოსწავლეებმა რომლებსაც მოუწიათ გაკვეთილების შემდეგ სკოლაში დარჩენა.
- გ) გავერკვეთ და დავეხმაროთ თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალური პრობლემების გადაჭრაში და შემდეგ მოვახსენოთ კლასის დამრიგებელს ამ პრობლემების არსებობის შესახებ.
- დ) თამაშების გზით გავუღრმავოთ მოსწავლეებს მიღებული ცოდნა ენებში. ე) საყვარელი წიგნის ერთობლივად კითხვა
- ვ) საუბარი სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.
ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობები სრულდება მონაცვლეობით, პატარა დოზებით, რათა უკვე დაღლილი ბავშვები არ გადაიტვირთონ და ყველაფერი შეასრულონ ხალისით.