სკოლის მიზანი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია

სკოლა „ქორალი“ წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სასწავლო დაწესებულებას და განკუთვნილია I-XII კლასების მოსწავლეთა სწავლებისათვის. ჩვენი სკოლის მისიაა აღზარდოს თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა

,,ქორალის" ხედვა ეფუძნება პრინციპს, რომ იგი იყოს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სკოლა. სწავლა-სწავლების პროცესი ხელს შეუწყობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას, იქნება მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებს მორგებული, ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოების უწყვეტ განათლებასა და განვითარებას. სკოლა ,,ქორალის" მოსწავლეები შეძლებენ მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართვასა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას.

დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;

ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;

შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის

დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება.

საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში;

შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში.

შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად.

საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად;

დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად);

მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.