მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვა

  1. სკოლაში პირველ კლასში/ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით დადგენილი ასაკის მიღწევისას;
  2. სკოლაში პირველ კლასელ მოსწავლეთა მიღებისას უპირეტესობა მიენიჭება მოსწავლეს, რომელიც არი
    • სკოლის მოსწავლის და/ძმა;
    • სკოლის თანამშრომლის შვილი;
    • სკოლის კურსდამთავრებულის შვილი და/ძმა.
  3. პირველ კლასში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
    • განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
    • ბავშვის 1 ფოტოსურათი (3X4);
    • ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    • მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
    • ბავშვის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში(ასეთის არსებობის შემთხვევაში));
    • მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში(ასეთის არსებობის შემთხვევაში)).
  4. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.
  5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
  6. მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია მოსწავლის სკოლაში შემოყვანის შემთხვევაში ხელშეკრულება დადოს სკოლის დირექტორთან, რომელიც ორმხრივ შეთანხმებას ეფუძნება.
  7. სწავლის საფასური განისაზღვრება სკოლასა და მშობელს/კანონიერი წარმომადგენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
  8. დირექცია ვალდებულია, სკოლაში მიღების დროს მოსწავლეს/მშობელს გააცნოს სკოლის შინაგანაწესის პუნქტები, მისცეს ინფორმაცია სასკოლო ცხოვრების შესახებ.
  9. მოსწავლე/მშობელი ვალდებულია გაეცნოს სკოლის შინაგანაწესს და აიღოს პასუხისმგებლობა მის შესრულებაზე.
  10. მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ადგილების ოდენობას.

დამატებითი ინფორმაცია:

სკოლაში 740 მოსწავლე სწავლობს.
შპს „ქორალში” 2022-2023 სასწავლო წელს კლასში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება მაქსიმუმ 22 მოსწავლით.
გაკვეთილის ხანგრძლივობა არის 45 წუთი.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 10:00 –დან 17:00 საათამდე.