სკოლაში ფუნქციონირებს რვა საგნობრივი კათედრა:

  •  ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ქართული ენისა და ლიტერატურისა და არჩევითი საგნების XIX საუკუნის დასავლური ლიტერატურის და საზღვარგარეთის ლიტერატურის მასწავლებლები;
  • საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან გეოგრაფიის, ისტორიის, ჩვენი საქართველოს, მე და საზოგადოების, მოქალაქეობის, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოების, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოების მასწავლებლები;
  • მათემატიკის და ისტ-ის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მათემატიკის, ისტ-ის, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლები;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ბუნებისმეტყველების, ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის მასწავლებლები;
  • უცხოური ენების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან რუსული და გერმანული ენის მასწავლებლები;
  • ინგლისური ენის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ინგლისური ენის მასწავლებლები;
  • დაწყებითი კლასების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან დაწყებითი კლასების მასწავლებლები.
  • სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, არჩევითი საგნის – ხელოვნების ისტორიის, მუსიკის, სპორტის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლები.

კათედრების ფუნქციებია:

  • საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირების განხორციელება;
  • რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;
  • კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
    საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;
  • სხვა საგნებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);
  • მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვა;
  • თითოეული მასწავლებლის მიერ კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზის დროს წარმოშობილი პრობლემის განხილვა/გადაჭრა;