ჩვენ შესახებ

„ქორალი“ უზრუნველყოფს თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცისა და გარემოს შექმნას, სადაც სადაც სწავლა და აღზრდა აძლიერებს კრიტიკულ აზროვნებას, დემოკრატიულ ღირებულებებსა და გლობალურ ხედვას.

ორმაგი დიპლომი

ქართული ატესტატი + American High School-ის დიპლომი, რაც ხსნის საერთაშორისო კარიერის შესაძლებლობებს

კლუბები და წრეები

დებატები, კინოკლუბი „პოპკორნი“, მათემატიკის „პი“, რობოტიკა და „წიგნიერი“. კლუბები ავითარებს ლიდერობასა და გუნდურობას.

უსაფრთხო გარემო

ვიდეო-მონიტორინგი, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, დაცული ტერიტორია და პოზიტიური გარემო

საზაფხულო სკოლა ინგლისში

სკოლა „ქორალი“ მოსწავლეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას — საზაფხულო სკოლას ინგლისში, სადაც ენის ინტენსიური კურსები ერთიანდება კულტურულ-საგანმანათლებლო გამოცდილებასთან. პროგრამა მოიცავს ლონდონის, ოქსფორდისა და ბრაიტონის მონახულებას, თემატურ ვორქშოფებსა და გასართობ აქტივობებს.

ეს გამოცდილება არა მხოლოდ ამაღლებს ინგლისური ენის ცოდნას, არამედ ავითარებს დამოუკიდებლობას, გუნდურობას და გლობალურ ხედვას.

ჩარიცხვის წესები

ჩარიცხვა ხდება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადებში, საჭირო საბუთების წარდგენის შემდეგ. მონაცემები რეგისტრირდება სისტემაში, ხოლო კლასში ადგილი მხოლოდ ზღვრული რაოდენობის ფარგლებშია. უცხოეთში მიღებული განათლება ჩაითვლება აღიარების დოკუმენტის საფუძველზე.

დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები

დირექტორის სახელზე განცხადება, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და ფოტოსურათი (3×4)

საბუთები უნდა წარადგინოს მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადებში

ჩარიცხვის ბრძანება და მოსწავლის მონაცემები აისახება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში

თუ უკვე შევსებულია კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარი, სკოლას შეუძლია უარი თქვას ჩარიცხვაზე

ჩარიცხვა ხდება აღიარების დოკუმენტში მითითებული კლასის შესაბამისად

შესაძლებელია დირექტორის ბრძანებით

მოსწავლე გადადის შემდეგ კლასში, თუ ყველა საგანში წლიური ქულა არანაკლებ 5.0-ს შეადგენს